პრეზიდენტი: “ამ გამონათქვამის კომენტირებასაც არ გავაკეთებდი…ადეკვატური განცხადება არ არის ეს”

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კობახიძე ამბობს, რომ მარგველაშვილის განცხადებების გამო, საკონსტიტუციო კომისიამ შეიძლება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის, მომავალი წლიდან შემოღებაზე იფიქროს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აღნიშნული განცხადება კონსტიტუციური პროცესისთვის არაადეკვატურია:

”ეს მუქარად ნაკლებად აღვიქვი. ამ გამონათქვამის კომენტირებასაც არ გავაკეთებდი. მე ვფიქრობ, კონსტიტუციური პროცესისთვის ადეკვატური განცხადება არ არის ეს. თუ მე კარგ განცხადებას გავაკეთებ, ერთი ტიპის კონსტიტუცია ექნება ქვეყანას. თუ განცხადება არ მოეწონებათ – მეორე ტიპის კონსტიტუცია, თუ საერთოდ გავჩუმდები, შეიძლება მესამე ტიპის კონსტიტუცია ჰქონდეს – ეს მისაღებია?! ჩემთვის არა, თქვენთვის, ქართული საზოგადოებისთვის მისაღებია, რომ კონსტიტუციის მოდელი იმის მიხედვით იცვლებოდეს, როგორ განცხადებას გავაკეთებ მე?!”, – განაცხადა პრეზიდენტმა ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში

banner
წინა სტატიაშიაუდიტორია 115-ის წევრი დღეს დაკითხვაზეა დაბარებული
შემდეგი სტატია“ანამ დამირეკა და მითხრა, რომ მოხდა რაღაც დაკავება…”- პრეზიდენტი შვილის მიერ გამართულ აქციაზე საუბრობს