პრეზიდენტი: ეს იქნება გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა, პასუხისმგებლობა მასზეა

სამთავრობო ცვლილებების შესახებ პრეზიდენტს პრემიერისგან ინფორმაცია არ მიუღია. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ პრემიერთან ამის შესახებ საუბარი არ ჰქონია.

აქვე რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობაზე როგორც მოქმედზე, ასევე მომავალზე, პასუხისმგებელი არის პრემიერი.

“ეს იქნება გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა, პასუხისმგებლობა მასზეა. ჩემი პირადი რწმენაა, რომ პრემიერს და მინისტრებს მე, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირებს, ისე ვეკონტაქტები, სხვა არ მაინტერესებს,” – აცხადებს მარგველაშვილი.

პრეზიდენტი ამბობს, რომ პრემიერთან კარგი პოლიტიკური ურთიერთობა აქვს და მასთან აქტიურად თანამშრომლობს, თუმცა არა სამთავრობო ცვლილებების კუთხით.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ივანიშვილი საუბრობს ჩემზე, მე – არა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: სამხედრო გაწვევის თემა უშიშროების საბჭოზე განიხილება