პრეზიდენტი ენმ-ს აკრიტიკებს

margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მის კონსულტანტად ივა ჩიღვინაძის დანიშვნის საკითხზე პოლიტიკოსების ნეგატიურ განცხადებებს “მაესტროს” ეთერში გამოეხმაურა.
“შენ ადამიანს აბრალებ მკვლელობას და პრეზიდენტს აბრალებ გარდაცვლილთა უპატივცემულობას მემგონი, პოლიტიკაშიც არსებობს გარკვეული ლიმიტები, რა უნდა თქვა და რა არ უნდა თქვა. ივა ჩიღვინაძე გასამართლებული იყო არა იმ ღამეს მომხდარი მკვლელობისთვის, არამედ წინააღმდეგობის გაწევისთვის. ის გაასამართლა სწორედ მიხეილ სააკაშვილის სასამართლომ და პროკურატურამ და მისთვის ამ ინსტიტუციებსაც კი არ წარუდგენია მკვლელობის ბრალდება. ივა ჩიღვინაძე დაიჭირეს და აწამეს, მერე კი საბედნიეროდ, ჩვენი ხელისფლების დროს გამოვიდა ციხიდან”- აღიშნა მან.
პრეზიდენტმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მისამართით აღნიშნა, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი თავად იხსენებს იმ ღამეს “რტოცა მოხდა “ადამიანების მასობრივი ეგზეკუცია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა”.
“გარდაცვლილ ადამიანებს ჯიხურების თავზე ვპოულობდით რად გინდა ამ ღამის გახსენება? რატომ მახსენებ შენს მიერ ჩადენილ დანაშალებს ხელახლა და პლუს, იმ ღამეს შენს მიერ ნაწამებ ადამიანს რატომ აბრალებ, რომ თურმე მკვლელი ყოფილა ეს არის აბსოლუტურად არასწორი. მე ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო ამ ადამიანის ღირსების და უფლებების კიდევ ერთხელ შემლახავი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ჩიღვინაძე შეისწავლის ვითარებას და მოიძიებს ინფორმაციას წამების ფაქტების გამოძიების კუთხით.

„მე არაერთხელ მომითხოვია საზოგადოებისთვის მომხდარიყო ანგარიშის ჩაბარება, როგორ მიმდინარეობს გამოძიება იმ დაზარალებულ ადამიანებთან მიმართებაში იგივე აბდალაძის შემთხვევა ავიღოთ, რომელიც ამდენი ხანია ითხოვს, ახსენით ჩემს საქმეს გრიფი, რადგან მე არ ვარ ჯაშუშიო. გაგახსენებთ ჩემს იმ განცხადებასაც, რომ თუ ადამიანებს მივეცით პოლიტპატიმრის სტატუსი, მათ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ამ გარემოებიდან გამომდინარე ამტკიცონ თავისი უდანაშაულობათქო. პროკურატურას ვთხოვდი, საზოგადოებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია წამების ფაქტებზე რამდენი გამამტყუნებელი განაჩენი დადგა და რამდენი ადამიანი იდევნება იმ კატასტროფისთვის, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გადახდა. ივას აქვს ეს გამოცდილება თავის თავზე, ასევე მას გააჩნია პოლიტიკური კონტაქტები. შესაბამისად, მის მიერ მოხდება ამ ვითარების შესწავლა და ინფორმაციის მოძიება, რაც, ბუნებრივია, იქნება ჩვენთვის იმის საფუძველი, რომ კიდევ უფრო ადეკვატურად გამოვხატოთ იმ ადამიანების ინტერესები, რომელთა სახელითაც ძალიან ხშირად საუბრობენ პოლიტიკოსები, მაგრამ მე ვერ ვხედავ განსაკუთრებულ ზრუნვას ამ ადამიანებზე“ -განმარტა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ხვალიდან საარჩევნო კამპანიას იწყებს
შემდეგი სტატია(foto) რითი გაუმასპინძლდა პუტინი ერდოღანს