პრეზიდენტი ელენე ხოშტარიას ხვდება

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მივიდა. როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, „ქართული ოცნების” მონაწილეობის გარეშე, სრული ეროვნული თანხმობის მიღწევა აბსოლუტურად შეუძლებელია, თუმცა პრეზიდენტთან ერთად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და გამოსავლის ძიება სწორი და საჭირო პროცესია.

„მისასალმებელია, რომ პრეზიდენტის განცხადება დღეების განმავლობაში იქცა კონკრეტულ ნაბიჯებად და მიმდინარეობს შეხვედრები. რა თქმა უნდა, მე მაქვს ხედვა თუ რა იქნება ეროვნული თანხმობისთვის ქვეყანაში აუცილებელი, თუმცა თავს შევიკავებ შეხვედრამდე ამაზე საუბრისგან. „ქართული ოცნების” მონაწილეობის გარეშე, რის ნიშანსაც ახლა ვერ ვხედავ, სრული ეროვნული თანხმობის მიღწევა იქნება აბსოლუტურად შეუძლებელი, მიუხედავად ამისა, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და გამოსავლის ძიება პრეზიდენტთან ერთად არის სწორი და საჭირო პროცესი. გამოსავალი რა არის და პრეზიდენტს რა შეუძლია, ამას კარგად უნდა მოვუსმინოთ, არც მეტი უნდა გვქონდეს მოლოდინი და არც თავი მოვიტყუოთ ამ პროცესში“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრობა სექტის დონეზეა დასული – ზარქუა
შემდეგი სტატიასაჯარო სექტორში პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე უქმე დღეები ცხადდება