პრეზიდენტი ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დღეს “პატრიოტთა ალიანსს” შეხვდება

ე.წ ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტი საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციებს განაგრძობს, ენმ-სა და „ევროპული საქართველოს“ შემდეგ გიორგი მარგველაშვილი დღეს შეხვედრას „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან გამართავს. პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის თქმით კონსულტაციაზე მოპატიჟებულნი არიან უმრავლესობის ფრაქციებიც.
„ჩვენ შევხვდებით პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებს, თუ სურვილი ექნებათ, კონსულტაციებზე მოპატიჟებულნი არიან უმრავლესობის ფრაქციებიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარდა იმ პოზიციებისა, რომელიც აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მოვისმინოთ კიდევ ერთხელ თავად პოლიტიკური აქტორების პოზიციები, რომლებმაც გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ შემდგომში. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა და უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი ამის თაობაზე.“- განაცხადა ფიქრი ჩიხრაძემ.

ჯერ-ჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, პარლამეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. მას დოკუმენტზე ხელმოსაწერად ან ვეტოს დასადებად, ვადა 21 მარტამდე აქვს. კონსულტაციებში მონაწილეობაზე ამ დრომდე უარს აცხადებს მმართველი გუნდი.

banner
წინა სტატიაში“ჩემი შვილი თქვენი მძევალია, არ მეშინია”- კილაძის შვილის საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოები არასრულწლოვანთა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის – ომბუდსმენი