პრეზიდენტი – ძალიან ვნანობ ნათია თურნავასთან დაკავშირებით ჩემ გადაწყვეტილებას და ამისთვის ბოდიშს ვიხდი – ის უნდა გადადგეს!

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა უნდა გადადგეს. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ ის თურნავას დანიშვნასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ნანობს.

„უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ ჩემ გადაწყვეტილებას და ამისთვის ბოდიშს ვიხდი. მას რომ არ გადედო უვადოდ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო, მას პირადად მოვახსენებდი ამ ჩემს მოსაზრებებს, თუ რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები. პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირიქით, ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – თუ საქართველო სტატუსს ვერ მიიღებს, უნდა უზრუნველვყოთ, რომ მთავრობა გადადგეს, დაინიშნოს ახალი არჩევნები და ის ეროვნული თანხმობის მთავრობის პირობებში ჩატარდეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი – მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის ღია მუქარა, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ გაჟღერდა, კიდევ უფრო მიუღებელი იყო ის, რომ ნათია თურნავა დაემორჩილა მუქარას და დამოუკიდებლობაზე ხელის შეხებას