“ეს არის კონფრონტაციის, ეს არის ომის – შიგნით თუ გარეთ, შენ შენს მტერს ყველაფერს რომ უთმობ, წარმოუდგენელ დათმობებზე რომ მიდიხარ ყველა მხრივ – შენ რას შვები, როცა ეს ქვეყანა არის ის ქვეყანა, რომელსაც ვიცნობთ, შენ უღვივებ მას მადას და სხვას არაფერს, და ეს მადა როცა არის გაღვივებული, და შენს გვერდით, მეგობრად აღარავინ აღარ არის და ხარ სრულ იზოლაციაში, ეს თუ არ არის ომის გამოწვევა, მაშინ არ ვიცი რა არის მშვიდობის პოლიტიკა. ამ ხელისუფლებას ქვეყანა კონფრონტაციაში, დამოუკიდებლობის პირდაპირ დაკარგვაში მიჰყავს,-განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.