პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს მიერ საქართველოსთან შეჩერებულ სტრატეგიულ პარტნიორობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამის მიზეზი ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული პოლიტიკის შედეგია. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტმა X-ზე გამოაქვეყნა.
“აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიქართული პოლიტიკის ტრაგიკული შედეგია. როგორც არასდროს, აშკარაა, რომ მათ მიერ გატარებული კურსი მხოლოდ ერთი მიმართულებით – რუსეთისკენ მიდის”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
**
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი ავრცელებს.
“ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი გამოხატავენ სინანულს ქართული ოცნების გადაწყვეტილების გამო, ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეაჩეროს. ჩვენ ვგმობთ, ქართველების მიმართ გამოყენებულ გადამეტებულ ძალას, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ მათი კონსტიტუციის ამ ღალატს – ევროკავშირი კრემლის წინააღმდეგ ბასტიონია. ამიტომ, ჩვენ ვწყვეტთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან”, – წერს მეთიუ მილერი.