პრეზიდენტი: არ ვაპირებ, ოპოზიციის ლიდერი ვიყო

სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის ღონისძიებაზე ყურადღება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ქართველი ხალხის 50% არც “ოცნებას” და არც “ნაციონალურ მოძრაობას” არ უჭერს მხარს.

პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერობას არ გეგმავს, არამედ მას სურს, რომ ოპოზიციური პარტიები ევროპული პლატფორმის ირგვლივ გააერთიანოს და საზოგადოებას გამარჯვების ფორმულა შესთავაზონ.
მე არ ვაპირებ, ოპოზიციის ლიდერი ვიყო. ზოგიერთს სურს, ეს გზა ავირჩიო, მაგრამ არ მგონია, ეს სწორი გადაწყვეტილება იყოს.

დაახლოებით მოსახლეობის 50%-ს არცერთი ძალა არ უნდა და ელოდება, რამდენად შეძლებენ ოპოზიციური პარტიები ერთობლივ მოქმედებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გაერთიანდნენ ერთი სიის, ან ერთი პარტიის ქვეშ, ეს არარეალურია და არც იქნება კარგი მომავალში მრავალპარტიულობისთვის. მათ უნდა შეძლონ ერთად მოქმედება იმგვარად, რომ საზოგადოებას გამარჯვების ფორმულა წარუდგინონ. ესაა მათი საქმე. ჩემი საქმეა, ვუთხრა მათ, რომ გაერთიანდნენ არა ერთმანეთთან, არამედ ევროპული პლატფორმის ირგვლივ”, – თქვა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის საჰაერო ძალებმა კიდევ ერთი რუსული “სუ-34” ჩამოაგდეს
შემდეგი სტატიაავტობუსში მოწყობილი სამალავით საბაჟოზე დაახლოებით 535 000 ლარის ოქროს ნაკეთობები შემოიტანა, დაკავებულია ერთი პირი