პრეზიდენტი: ანაკლიაში ჩინელების ამ დოზით შემოყვანა დანის ჩარტყმაა პარტნიორებთან

ბოლო პერიოდში ჩვენ ნაკლებად გვაქვს დრო და საშუალება, რომ მივაქციოთ ყურადღება დანარჩენ კანონებს, რაც მიღებულია სასწრაფო ტემპით, ზოგი აჩქარებული პროცედურებით. მთელი ფოკუსი არის რუსულ კანონზე და ჩვენ არ მივაქციეთ იმდენი ყურადღება, რაც საჭირო იქნებოდა.

ოფშორების კანონს, რომელიც არის ყველაფერი გარდა გამჭვირვალეობისა. ეს სიტყვა ძალიან მოსწონთ ხოლმე, მაგრამ არა ყოველთვის და ამ შემთხვევაში ტოტალურად არაგამჭვირვალე კანონია, რომელიც ქვეყანას ხსნის ყველასთვის უცნობი სხვადასხვა კაპიტალისთვის.

ასევე, ცვლილებები იქნა კიდევ მიღებული, რომელიც აუარესებს საარჩევნო კოდექსს, მაგრამ არა უშავს, ამასაც გავუმკლავდებით.

მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე. ეს ცოტა უფრო ტექნიკური და რთული საკითხია. ეს არის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე დიდი მიღწევა ამ ქვეყნის, რომ შეიქმნა საპენსიო ფონდი და რითაც შეიძლებოდა, ოცნებას თავი მოეწონებინა ამით, მაგრამ ის, რაც ახლა მიმდინარეობს, ეს არის საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა და ძალიან საშიში მიმართულებაა.

არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა ამ დოზით, ასევე, არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ჩვენ ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან,-თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

29 მაისს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ წარადგინა

banner
წინა სტატიაშიმილერი: გამოვაცხადეთ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა, უნდა ელოდოთ, რომ აშშ ამის მიხედვით იმოქმედებს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: ევროპა, აშშ ამბობს, ეს არაა ჩვენი გზა, რუსები ამბობენ, კარგად იქცევით ბიჭებოო