პრეზიდენტი ადასტურებს, რომ წაკითხული აქვს მესიჯები+video

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მედიის თავისუფლების დაცვა ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ რუსთავი 2-ს არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ყველა პოლიტიკოსის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. „მედიის თავისუფლების ნაწილში თქვენ არა მხოლოდ არჩეული პრეზიდენტის იმედი უნდა გქონდეთ, არამედ ყველა პოლიტიკოსის იმედი უნდა გქონდეთ და სხვათა შორის აქტიურად უნდა მუშაობდეთ ამ იმედის მოსაპოვებლად,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის თქმით ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა ის. „თუ თქვენ განცდა გაქვთ, რომ თქვენი უფლებები ილახება, გარწმუნებთ, რომ ქართული სასამართლო მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ჩემის ღრმა რწმენით იქნება სამართლიანი,“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

kaxakojoridze-cr-739x428“პრეზიდენტი ადასტურებს, რომ წაკითხული აქვს მესიჯები,” – ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ, გადაცემა არჩევანში გააკეთა და თქვა, რომ მან არ იცის მესიჯების შინაარსი. თუმცა, პრეზიდენტისგან აქვს ინფორმაცია, რომ ალეკო ელისაშვილი სიმართლეს ლაპარაკობს.

„მას შემდეგ რაც ეს განცხადებები გაკეთდა, მე დავინტერესდი და ვკითხე პრეზიდენტს. მან მითხრა, რომ ასეთი შეხვედრა მართლაც იყო და, რომ ალეკო ელისაშვილი მართლას ლაპარაკობს. პრეზიდენტს ეს მესიჯები ნანახი აქვს. თუმცა, მე არ ვიცი მათი შინაარსის შესახებ,“ – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ალეკო ელისაშვილმა დღეს გადაცემა არჩევანში სატელეფონო ჩართვისას პრეზიდენტს სთხოვა, ამ მესიჯების შესახებ განცხადება გაეკეთებინა.

https://youtu.be/tZoy5qjGlOE

banner
წინა სტატიაშიუკან არ დავიხევ, არ მეშინია ელისაშვილი ,,არჩევანში” – სრული ვერსია (ვიდეო)
შემდეგი სტატიაპუტინი – კერის: თქვენ უნდა გამოიძინოთ… მე ამას ვხედავ…