პრეზიდენტი აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციებს გამართავს

პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის ინფორმაციით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციებს გამართავს.

როგორც მიშველაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული კონსულტაციების შემდეგ, პრეზიდენტი შერჩეულ კანდიდატურას საზოგადეობას გააცნობს.

“დღეს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის, პირველი პუნქტის, „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციებს გამართავს.

კონსულტაციების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი შერჩეულ კანდიდატურას საზოგადოებას გააცნობს და საქართველოს მთავრობას წინასწარი თანხმობის მისაღებად გადაუგზავნის. შემდეგ კი, პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აღნიშნულ კანდიდატს დასამტკიცებლად წარუდგენს“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა გაცემული დაპირებების შესრულებას შეძლებს
შემდეგი სტატიაპარლამენტი ოთხ დეპუტატს უფლებამოსილებას ხვალ შეუწყვეტს