პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 4 ძირითადი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ქართულ ქარტიას ხელი მოაწერა, მისი ერთგული რჩება.
“ვარ ძალიან კმაყოფილი, ბედნიერი და იმედიანი – ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ის სულისკვეთება, ერთსულოვნება რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის, ჩვენი ევროპაში დაბრუნებისთვის, არსებობს ამ ქვეყანაში და არსებობისთვის იმით, რომ ის 4 მთავარი პარტია, იმიტომ რომ სხვებმაც ხელი მოაწერეს [ქართულ ქარტიას] და არასდროს მინდა დავივიწყო ისინიც, ის 4 მთავარი პარტია, რჩება სრულიად ერთგული ქარტიისა ანუ იმ სამოქმედო გეგმის, რომელმაც უნდა დაგვაბრუნოს ევროპაში”, – თქვა ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
პრეზიდენტმა ქარტიის და მისდამი ამ პარტიების ერთგულიბის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მოქალაქეებს მათი ნების გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს.
“ამ შემთხვევაში, ეს თქვენ გაძლევთ, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ საქართველოს ერთადერთი გზა არის ევროპა, ყველას აძლევს საშუალებას, რომ თავისი გემოვნებით აირჩიოს [პარტია], რომელიც უფრო ახლოა მის სურვილებთან და გემოვნებასთან. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ხმა, რომელიც მიცემული იქნება რომელიმე ამ 4 პარტიისთვის, ეს ხმა მიგვიყვანს ევროპაში – ჯამი ამ ხმების მიგვიყვანს ევროპაში, რადგან ეს იქნება უმრავლესობა, რომელიც დაამტკიცებს ყველა იმ პუნქტს, რომელიც წერია ქარტიაში”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
***
12 ოქტომბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ქართული ქარტიის ფარგლებში ტექნიკური მთავრობა უნდა წარადგინოს და მისი აზრით, ეს არჩევნებამდე უნდა მოხდეს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, პარტიებმა, რომლებმაც ქარტიას ხელი მოაწერეს, კიდევ ერთხელ უნდა დაადასტურონ თავიანთი მზაობა და თქვან ეთანხმებიან თუ არა ქარტიის ამ პუნქტს: