პრეზიდენტად ჩემი არჩევის შემთხვევაში, საფრანგეთი ნატოდან გამოვა – მარინ ლე პენი

„ეროვნული ასოციაციის“ ლიდერმა და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საფრანგეთი ნატოდან გამოვა.
ნატოსგან განსხვავებით, ლე პენი ევროკავშირზე უარს არ ამბობს.

მიუხედავად ნატოდან გამოსვლის სურვილისა, ლე პენი შეინარჩუნებს თანამშრომლობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებთან. კერძოდ, როცა საფრანგეთი ნატოდან გამოვა, ის უარს არ იტყვის „ორგანიზაციის წევრებს შორის ურთიერთდაცვის შესახებ მე-5 მუხლის“ შესრულებაზე.

გარდა ამისა, ლე პენმა განაცხადა, რომ აპირებს, რუსეთსა და ნატოს შორის თანამშრომლობა გააძლიეროს. მან მზადყოფნა გამოთქვა, დაეხმაროს მათ ამაში. მისი თქმით, პირადად შესთავაზებს ორი ბლოკის წარმომადგენლებს „სტრატეგიული დაახლოების განხორციელებას“.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს არის დაგეგმილი. ლე პენის ოპონენტი სახელმწიფოს მოქმედი მეთაური ემანუელ მაკრონია.

banner
წინა სტატიაშისასწრაფოდ გვჭირდება მძიმე არტილერია, ჯავშანმანქანები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და თვითმფრინავები – ზელენსკის მიმართვა მსოფლიოს
შემდეგი სტატიაგთხოვთ, სასწრაფოდ მიიღოთ ზომები ჩემი ქმრის გასათავისუფლებლად – მედვედჩუკის მეუღლე ზელენსკის მიმართავს