პრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერის შესახებ ვაცნობე, რომელიც უკრაინის თავდაცვისთვის მიედინება – ჩვენი გადაწყვეტილება უცვლელია: ჩვენ უკრაინის გვერდით – ჯონსონი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ლიდერების „ტვიტერის“ გვერდზე ვრცელდება.

ზელენსკის თქმით, მან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის თავდაცვითი დახმარების, უკრაინიდან პროდუქციის იმპორტისა და საწვავის ექსპორტის შესახებ ისაუბრეს.

„მქონდა სატელეფონო საუბარი ბორის ჯონსონთან. იგი ინფორმირებულია საომარი მოქმედებების მიმდინარეობისა და „აზოვსტალიდან“ სამხედროების გადარჩენის ოპერაციის შესახებ. განვიხილეთ თავდაცვითი მხარდაჭერის, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტისა და უკრაინაში საწვავის იმპორტის გზების შესახებ“, – წერს ზელენსკი.

აღნიშნულ სატელეფონო საუბარს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამოეხმაურა.

ბორის ჯონსონის თქმით, დიდი ბრიტანეთის „გადაწყვეტილება უცვლელია – ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“.

მისი თქმით, ზელენსკისთან საუბრისას ლიდერებმა დიდი ბრიტანეთის მიერ, უკრაინის მიმართ გაწეული დახმარების შესახებ საკითხები განიხილეს.

„დღეს დილით, ჩემს მეგობარ ზელენსკის ბრიტანეთის სოლიდარობა უკრაინელი ხალხისთვის, განსაკუთრებით მარიუპოლის მამაცი დამცველების მიმართ, კიდევ ერთხელ დავუდასტურე. პრეზიდენტს და მე გვქონდა ფართო განხილვა: მე პრეზიდენტს მხარდაჭერის შესახებ ვაცნობე, რომელიც უკრაინის თავდაცვისთვის მიედინება, მათ შორის, შორი მოქმედების არტილერიის, გემსაწინააღმდეგო რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების ჩათვლით. ეს არის უკრაინისთვის ჩვენი, დამატებით 1,3 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის ნაწილი. ჩვენ ასევე განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია გლობალური ეკონომიკური ზიანი შევაჩეროთ, რომელიც პუტინის მიერ, შავი ზღვის პორტების უგუნური ბლოკადით არის გამოწვეული. ჩვენ სასწრაფოდ ვეძებთ ვარიანტებს, უკრაინის მარცვლეულის მარაგებისთვის კრიტიკული საზღვაო და სახმელეთო მარშრუტების გასახსნელად. 50 000 უკრაინელი ახლა უსაფრთხოდ ჩავიდა დიდ ბრიტანეთში და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ აქ, ცხოვრების მოწყობაში დავეხმაროთ. ჩვენი სქემების მეშვეობით გაცემული 100 000-ზე მეტი ვიზით და დღეს, რუსეთის ავიახაზების წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციებით, ჩვენი გადაწყვეტილება უცვლელია – ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“, – წერს ჯონსონი.

banner
წინა სტატიაში7 თვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა უმცროსი შვილი, ალისა დღეს პირველად ნახა
შემდეგი სტატიაპარლამენტში ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართა