პრეზიდენტ ტრამპისა და აშშ-ის მთავრობის სახელით ვაცხადებ, რომ თქვენ არ მოგაკლდებათ აშშ-ს მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანების გზაზე – პომპეო

მაიკ პომპეო საქართველოს ტრამპის სახელით ნატოში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერას დაპირდა. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პრემიერ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საიუბილეო დეკლარაციაში, რომელიც დღეს გამოიცემა, განსაზღვრულია ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო მიმართულებები.

“პრეზიდენტმა ტრამპმა ყველა ერს მოუწოდა მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ იმისათვის, რომ გლობალური გამოწვევები იქნეს დაძლეული. საქართველო ამ მოწოდებას პირნათლად ასრულებს ავღანეთში ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში. ახლა, როცა თქვენს წინაშე ვსაუბრობთ 32 მამაცი ქართველმა მეომარმა იცის, რომ ყველაფერი დათმეს იმისათვის, რათა ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ იბრძოლონ მშვიდობისთვის. ჯამში 870 ქართველ ჯარისკაცს აქვს წვლილი შეტანილი იქ ნატოს სამშვიდობო მისიაში. ავღანეთის გარდა, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისმა ძალებმა ნატოს ჯარებთან ინტეგრაცია უნაკლოდ მოახდინონ”, — აღნიშნა მაიკ პომპეომ.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ საოცარი გამძლეობა გამოიჩინა 2008 წელს რუსეთის მიერ მისი დაპყრობისა და ოკუპაციისას – პომპეო
შემდეგი სტატია„მეტრომანის“ ბარათებით 136 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ექვსი წევრი დააკავეს