პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გზავნილი გახლავთ, რომ ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გზავნილი გახლავთ, რომ ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, საქართველოს ხალხის გვერდით,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ქრისტიანულმა ტრადიციებმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

„ძალიან დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის. ძალიან დიდი პატივი იყო თქვენი სტუმრობა თეთრ სახლში და ჩემი ვიზიტი საქართველოში ამ ისტორიულ ქვეყანაში.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გზავნილი გახლავთ, რომ ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ – საქართველოს ხალხის გვერდით. შემიძლია ასევე ვთქვა, რომ ამერიკა ნომერ პირველია, არ გულისხმობს იმას, რომ ამერიკა მარტო გახლავს ამ გზაზე. ამერიკა საქართველოს ხალხის გვერდით დგას. დღევანდელი დღე, 25 წლის აღმნიშვნელია ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების. საქართველო იმყოფება ერებისა და ცივილიზაციის გზაგასაყარზე, ათასწლეულის მანძილზე ქვეყანამ უმდიდრესი ტრადიცია შექმნა, თვითმყოფადობა გააჩნია, საკუთარი ენა გააჩნია.

გუშინ საღამოს პირველად ვეზიარე ქართულ სუფრას, ქართულ სამზარეულოს, ტრადიციულ ფოლკლორს, სადაც შესრულებული იყო აფხაზური და ოსური ცეკვები და სიმღერები და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქრისტიანულმა ტრადიციებმა. დღეს ველით შეხვედრას საქართველოს კათალიკოს პატრიარქთან სიონის საკათედრო ტაძარში“,- განაცხადა მაიკ პენსმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც აუდიენცია გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადებები გააკეთეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი – აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ხელისუფლებაში მოსვლიდან უმოკლეს პერიოდში ადასტურებს სურვილს, გაღრმავდეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა
შემდეგი სტატიაჩვენი ძალისხმევის სრული რეალიზაცია მოვახდინოთ, რათა საქართველოში სტრატეგიული და უსაფრთხოების სიტუაცია კიდევ უფრო გამყარდეს