პრევენციული სამუშაოები თბილისში უსაფრთხო მგზავრობისთვის

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და თბილისის მერიის თანამშრომლებმა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ საავტომობილო გზაზე წყლის ჭავლის მეშვეობით, კლდიდან ქვის არამყარი მასა ჩამოყარეს.

ღონისძიება გზის მონაკვეთის სიახლოვეს პრევენციის მიზნით გატარდა, რათა თავიდან იქნას აცილებული საავტომობილო მოძრაობის აქტიურ პერიოდში ქვის მასის ბუნებრივი ჩამოშლა.

სამუშაოები კომენდანტის საათის ამოქმედებისთანავე, 09:00 საათიდან, საავტომილო მოძრაობის შეჩერების შემდეგ დაიწყო.

საგზაო მოძრაობა უკვე გახსნილია და გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი.

ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზღვის ჰოსპიტალში 81 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიადედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება