პრესრელიზი ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით

ევროკომისიის რეკომენდაციები ევროსაბჭოსადმი, საქართველოს კანდიდატის სტატუსთან
დაკავშირებით, გასაკვირი არ ყოფილა. უკვე წლებია საქართველოში შეიმჩნევა პოლიტიკური
დევნა, ყოფილ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესების შევიწროება და გაკოტრება,
კრიმინალის მკვეთრი ზრდა, კორუფცია, ნეპოტიზმი და პროტექციონიზმი, უცხოელი
ინვესტორების დისკრიმინაცია, ქსენოფობია, ექსტრემისტული ჯგუფების წახალისება,
ადამიანის უფლებების დარღვევა, მედიის მფლობელების დევნა და მთლიანად
დისფუნქციური სასამართლო სისტემა, რომელიც ხელისუფლებას ფეხქვეშ ჰყავს გათელილი,
ყველაფერ ამას საერთო არაფერი აქვს ძირითად ევროპულ ღირებულებებთან.
‘’მიგვაჩნია, რომ მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მის
მიერ დანიშნულ მთავრობას; ჩვენ ასევე გვჯერა, რომ საქართველოს ბევრ ბიზნეს-ლიდერს
ეკისრება დიდი პასუხისმგებლობა ამჟამინდელ ვითარებაში, იმიტომ, რომ წლების
განმავლობაში წინ ვერ აღუდგნენ მთავრობას და საკუთარი ბიზნეს ინტერესები ქვეყნის
ინტერესებზე პრიორიტეტულად მიიჩნიეს; ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნა
ქართველების უმრავლესობის სურვილია; იმ ქართველებისა, რომლებსაც მთავრობის
პოლიტიკით ატყუებდნენ ბოლო 9 წლის განმავლობაში’’-განაცხადა საქართველოს
საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ.
ICC-Georgia მიმართავს მთავრობას, დაუყოვნებლივ შეცვალოს თავისი არაგონივრული
პოლიტიკა და მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები ევროკომისიის რეკომენდაციების
განსახორციელებლად, რათა ქართველებს მიეცეთ შანსი მალე გახდნენ ევროპის ნაწილი.
საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში,
რომელიც აერთიანებს 46 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12.000 სავაჭრო პალატას.
საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად გადის კონსულტაციებს გლობალურ
დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G7, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN.

banner
წინა სტატიაშიარაფერია მარადიული, უფრო მეტიც, ჩვენი კოლეგები არა მხოლოდ უარყოფენ რეალობას, არამედ ცდილობენ დაუპირისპირდნენ ისტორიის მიმდინარეობას – პუტინი
შემდეგი სტატიასია მოცემულია, რა არის გასაკეთებელი, ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა, ოპოზიციის ნაწილის პასუხისმგებლობაა, დაანებოს თავი სირბილს სხვადასხვა დედაქალაქში, რაც დიდად არ წაადგება ამ ქვეყანას, შეუდგეს აქ მუშაობას – ზურაბიშვილი