17.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

„ფრესკებს ხავსი აქვს მოკიდებული, წყალი საძირკველში გროვდება“ — გელათის სტიქაროსანი

გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მძიმე ვითარებასა და ფრესკების დაზიანებაზე 1993 წლიდან მომსახურე სტიქაროსანი საუბრობს. მის წერილს სოციალურ ქსელში  ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს.

წერილის თანახმად, გელათის მთავარ ტაძარსა და წმინდა გიორგის მცირე ტაძარში ვითარება სავალალოა. კედლებზე არსებულ ფრესკებს იატაკიდან ნახევარი მეტრის სიმაღლეზე ხავსი აქვს მოკიდებული, გახშირებულია ფრესკების ცვენა და ჩნდება ღია ბზარები, რომლებიც თანდათანობით სცილდება კედელს.

სტიქაროსნის მტკიცებით, ძველი სანიაღვრე სისტემის მოშლამ — რაც, მისი თქმით, ხელოვნურად არის გამოწვეული — წყლის დაგროვება გამოიწვია.

„მე ვარ გელათის მონასტრის სტიქაროსანი 1993 წლიდან. ძალიან ბევრი რაიმე არის გელათის მონასტრის მთავარი ტაძრისა და წმინდა გიორგის ტაძარში სავალალო მდგომარეობაში. ფრესკებს იატაკიდან ნახევარი მეტრის სიმაღლეზე აქვს ხავსი მოკიდებული. ასევე, მთავარ ტაძარში იგივე მდგომარეობაა, ფრესკების ცვენა გახშირებულია. ღია ბზარები, რომლებიც თანდათანობით კედელს სცილდება.

ძველი სანიაღვრე წყლის მოშლამ, რომელიც ხელოვნურად არის გამოწვეული, გამოიწვია წყლის დაგროვება მთავარი ტაძრისა და მცირე წმინდა გიორგის ტაძრის საძირკველში, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს“, — ნათქვამია გავრცელებულ წერილში.

გელათის მონასტერი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, სადაც ბოლო წლების განმავლობაში გადახურვისა და რესტავრაციის პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო ფრესკებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების საკითხი არაერთხელ გამხდარა საზოგადოებრივი დისკუსიისა და განგაშის საგანი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული დრონების დარტყმის შემდეგ, რუსეთის ორ უმსხვილეს მარცვლეულის ტერმინალზე მუშაობა შეჩერებულია
შემდეგი სტატია“გლოვოს” კურიერზე თავდასხმის საქმეზე კვალიფიკაცია დამძიმდა — 3 პირი პატიმრობაშია, 2 კი ჯერ არ დაკავებულა