პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი ფორმულას ჟურნალისტების, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებას ეხმაურება

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი ფორმულას ჟურნალისტების, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებას ეხმაურება.

განცხადებაში აღიშნულია, რომ ეს ნაბიჯი საქართველოში კრიტიკულ ხმაზე თავდასხმის აშკარა მაგალითია.

“პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი მკაცრად გმობს ფორმულას ჟურნალისტების, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებას. ეს აშკარა მიზანმიმართული თავდასხმაა საქართველოში დარჩენილ რამდენიმე კრიტიკულ ხმაზე. მოვუწოდებთ მათი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისაკენ”, – წერია განცხადებაში.

“ოცნების” პოლიციამ ვახო სანაია და ქეთა ციცქიშვილი რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საბაბით დააკავა.

გუშინ მოსამართლემ სანაიას 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო ციცქიშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმსახიობ საბა ჯაფარიძეს აქციაზე სახის დაფარვის გამო 6-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიალატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: პეტერ ფიშერის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული ენა ღრმად შემაშფოთებელია