“პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ მოუწოდებს “ოცნებას”, დაუყოვნებლივ გაამჟღავნოს რომელი ქიმიკატი გამოიყენეს მოქალაქეების წინააღმდეგ

“პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ შეშფოთებულია ჟურნალისტების პოტენციური კონტაქტით ქიმიურ ნივთიერებასთან, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ საპროტესტო აქციების დასაშლელად იქნა გამოყენებული.

IPI აღნიშნავს, რომ Mapping Media Freedom platform-ზე დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გამართული საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე 81 ჟურნალისტს დაესხნენ თავს.

“პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ მოუწოდებს “ოცნებას”, დაუყოვნებლივ გაამჟღავნოს, თუ რომელი ქიმიკატები გამოიყენეს საპროტესტო აქციების დაშლისას და, შესაბამისად, რომელი შეიძლებოდა გამოიყენებულიყო ჟურნალისტების წინააღმდეგ:

„IPI შეშფოთებულია ჟურნალისტებზე ქიმიური ნივთიერების პოტენციური ზემოქმედების გამო, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საპროტესტო აქციების დასაშლელად გამოიყენეს, რაც BBC-ის ბოლოდროინდელი გამოძიების შედეგად გამოვლინდა. გამოძიებამ მტკიცებულებებით აჩვენა, რომ მთავრობამ გასულ წელს ანტისამთავრობო დემონსტრანტების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა, რაც, სავარაუდოდ, ჟურნალისტებზე, რომლებიც აქციებს აშუქებდნენ, ზეგავლენას მოახდენდა.

ათეულობით ჟურნალისტი წლის ჭავლის სამიზნე გახდა, რომელიც ქიმიური ნივთიერებებით იყო გაჯერებული და ხშირ შემთხვევაში მედიაზე მიზანმიმართული თავდასხმის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ახლა მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ჟურნალისტები, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდნენ, რომელიც თანამედროვე ცრემლსადენი გაზის წინამორბედს წარმოადგენს. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ საქართველოში ჟურნალისტიკა სახიფათო პროფესიად იქცა“, – აცხადებს IPI.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენმა ციხეში ალეკო ელისაშვილი მოინახულა
შემდეგი სტატია“საქართველოში სულ უფრო სახიფათო ხდება განსხვავებული აზრის ქონა” – Human Rights Watch