პრეპარატი „იმუნო ჰერბი“ მედგარ წინააღმდეგობას უწევს COVID -19-ს

 

„იმუნოჰერბი“  არის უნიკალური საშუალება, რომელიც დაგიცავთ კორონავირუსისგან და აგარიდებთ არასასურველ გართულებას. იგი შექმნილია პროფესორ კახა საბახტარიშვილის მიერ, რომელიც გახლავთ ექიმი, საერთაშორისო ჰომეოპათიური ლიგის წევრი. მის მიერ შექმნილი პრეპარატები „გულის ელექსირი“, „მამოსილი“, „იმუნო ჰერბი“ პოპულარობით სარგებლობს მომხმარებელში.

 

საერთოდ, ვირუსული ინფექციების დროს, პირველ 12 საათს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან სწორედ ამ დროს ხდება ვირუსის გამრავლება. ეს ეხება ყველა სახის ვირუსს, მათ შორის კორონასაც. ახლა კონკრეტულად რაც შეეხება პრეპარატ „იმუნო ჰერბს“. მასში შედის რამდენიმე კომპონენტი. პირველი – ეს არის ჰომეოპათიური აკონიტი, რომელიც იცავს ორგანიზმს ვირუსებისგან, ორგანიზმში მათ გამრავლებას ბლოკავს. დავუშვათ, ეს ბარიერი გადალახა კორონამ და შეუტია უჯრედებს, მაშინ მას დახვდება მეორე კომპონენტი, რომელსაც ეწოდება ბრიონია. იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ფილტვებში პნევმონია არ განვითარდეს – კორონავირუსის ყველაზე სერიოზული გართულება. „იმუნო ჰერბი“ დარეგისტრირებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ როგორც ანტივირუსული პრეპარატი და რომლის ერთ-ერთ ჩვენებას წარმოადგენს სწორედ ფილტვის პნევმონია და არ აქვს მნიშვნელობა რომელი ვირუსისგან არის იგი გამოწვეული. თუ ვირუსმა ეს ბარიერიც გადალახა და ფილტვებში ანთებითი პროცესი განვითარდა, მას დახვდება მესამე კომპონენტი, რომელიც შედის „იმუნოჰერბის“ შემადგენლობაში – ეს არის მცენარე ბელადონა, რომელიც მომზადებულია ჰომეოპათიური სახით.

ბელადონა ყველაფერს აკეთებს, რათა ფილტვების ანთებამ გართულების გარეშე ჩაიაროს. ვირუსი შეიძლება ნებისმიერი გზით მოხვდეს ორგანიზმში, ამიტომ მთავარია, რომ მან არ დაიწყოს გააქტიურება და მოხდეს მისი დროული დაბლოკვა. აი, სწორედ ამის გამო არის „იმუნოჰერბი“ უნიკალური საშულება. აღსანიშნავია, რომ „იმუნო ჰერბში“ შემავალი რამდენიმე კომპონენტი გამოყენებული იყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ეპიდემიის – ესპანკის დროს. ესპანკა მძვინვარებდა 1918-1921 წლებში და ამ ვირუსით დაავადდა 550 მილიონი ადამიანი, დედამიწის მოსახლეობის 30 პროცენტი. მაშინ სიკვდილიანობა იყო კატასტროფული და შეადგენდა 30-40 პროცენტს, ადამიანი იღუპებოდა მეორე ან მესამე დღეს. ესპანკასა და კორონას შორის არის გარკვეული მსგავსება. ესპანკაც აზიანებდა ფილტვებს, მაგრამ მაშინ დაზიანება მიდიოდა უფრო მძაფრად, რადგან იწვევდა სისხლდენას და ადამიანები იხრჩობოდნენ საკუთარ სისხლში. იმ ქვეყნებში, სადაც ესპანკასთან საბრძოლველად ჰომეოპათიური მედიცინა იქნა გამოყენებული, სიკვდილიანობამ 30 %-ის ნაცვლად, შეადგინა ერთი პროცენტი. მაგალითად, შვეიცარიაში არავინ გარდაცვლილა. ახლა იმის შესახებ თუ რით არის „იმუნო ჰერბის“ ფორმულა უნიკალური.

მე აღვადგინე ის რეცეპტურა, ის პრეპარატები მოვძებნე, რომლებიც ესპანკის მკურნალობაში გამოიყენებოდნენ. ამას დაერთო სხვა კომპონენტებიც, რომლებიც ღორის გრიპის ეპიდემიის დროს ეფექტურად იქნა 2009 წელს გამოყენებული. ამას დაემატა ქართულ მედიცინაში არსებული ჰომეოპათიური წესით დამზადებული მცენარეული კომპონენტები. ზემოთაღნიშნული ფაქტორების სინთეზის შედეგია პრეპარატი „იმუნო ჰერბი“, რომელსაც ახასიათებს ანტივირუსული, იმუნიტეტის გამაძლიერებელი მოქმედება. ეს არის საპროფილაქტიკო და სამკურნალო საშუალება ნებისმიერი ვირუსული ინფექციების დროს. ფაქტებსაც მოვიყვან.

„იმუნო ჰერბს“ ათასობით მომხმარებელი ჰყავს საქართველოში. მაგალითად, არის ასეთი ფაქტი: 86 წლის მამაკაცი, რომელიც ჩემთან მკურნალობდა პროსტატის ადენომას, სამი წლის განმავლობაში ღებულობს ჰომეოპათიურ პრეპარატებს და მისი მდგომარეობა არის სტაბილური. ეს მამაკაცი ერთი თვის წინ დამიკავშირდა და მითხრა, რომ მისი ოჯახის ყველა წევრს დაუდგინდა კოვიდი, გადაყვანილები იყვნენ იზოლაციაში, მას კი სამგზის ტესტირების შედეგად კოვიდის ნიშნები არ აღმოაჩნდა. ასეთი ფაქტი უამრავია. რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ? ვინც „იმუნო ჰერბს“ იღებს, პირველი კონტაქტების მიუხედავად მას ვირუსი არ ემართება, ხოლო ვისაც დაემართა – ყოველგვარი გართულების გარეშე ხდება ინფექციის გადატანა. გარდა ამისა, „იმუნო ჰერბს“ არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. პროფილაქტიკის მიზნით, მოვუწოდებ მომხმარებელს, მიიღოს იმუნოჰერბის 5-7 წვეთი, გახსნილი ჩაის კოვზ წყალში დღეში ორჯერ– სამჯერ, ხოლო ვისაც დაუდასტურდა კოვიდი, გართულების თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებ მიიღოს ხუთი- შვიდი წვეთი დღეში ოთხჯერ–ხუთჯერ. აღსანიშნავია, რომ „იმუნო ჰერბი“ თავსებადია ნებისმიერ მედიკამენტთან, უკუჩვენება არ გააჩნია; უფრო მეტიც, მისი მიღება შეუძლიათ ბავშვებსაც, ერთი თვის ასაკიდან, და ორსულებსაც; რამეთუ ვიცით, რომ ორსულობის დროს, ყველა სახის ქიმიური მედიკამენტი არის სახიფათო- აცხადებს პროფესორ კახა საბახტარიშვილი

 

 

 

banner
წინა სტატიაშივაშაძე – მე ვემიჯნები ყველა თავდასხმას ელჩებთან მიმართებაში, იმიტომ რომ, ისინი ჩვენი პარტნიორები არიან
შემდეგი სტატიადეკანოიძე – რეჟიმი მართლმსაჯულების ყველა რგოლს იყენებს, რათა ვინც გზაზე გადაეღობება ივანიშვილს, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის, მას უთვალთვალოს