პრეპარატ „ტამიფლუს“ ახალი მარაგი მთელ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და უფასოდ გაიცემა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 13, 2019 10:10

პრეპარატ „ტამიფლუს“ ახალი მარაგი მთელ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და უფასოდ გაიცემა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ პრეპარატ „ტამიფლუს“ ახალი მარაგი მთელ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და უფასოდ გაიცემა. მინისტრის თქმით, პრეპარატის გაცემასთან დაკავშირებით ახალი პროტოკოლი მოქმედებს.

„​ტამიფლუსთან“ დაკავშირებით, გუშინდელი დღიდან ახალ პროტოკოლზე გადავერთეთ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები პრეპარატს დღეს 12:00 საათამდე გასცემენ ყველა ჯგუფზე. თორმეტამდე იმიტომ, რომ ამ დროისთვის დასრულდება ყველა რეგიონში სააფთიაქო დისტრიბუცია და უკვე მოწესრიგებული იქნება.

ასევე, დაემატა მესამე მიმართულება – ჯერჯერობით თბილისში, ოჯახური მედიცინის ხუთ ცენტრში, რომლებიც 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ, პაციენტს, რომელსაც ასეთი დიაგნოზი დაესმება და ექიმი საჭიროდ ჩათვლის ამ მკურნალობას, ადგილზე შეეძლებათ, ასევე უფასოდ მიიღონ ეს პრეპარატი.

ანუ, ეს ნიშნავს, რომ უკვე გუშინდელი დღიდან დაწყებული და დღეს მთლიანად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვისაც ექიმის დანიშნულებით ეს მედიკამენტი სჭირდება, არის უფასო და დანახარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოში „ტამიფლუს“ ახალი მარაგი – 13 ათასი კოლოფი გუშინ შემოიტანეს. მედიკამენტის გაცემა თბილისის მასშტაბით აფთიაქებში გუშინვე დაიწყო. ასევე, წამალს უფასოდ გასცემდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებსა და ოჯახური მედიცინის 24-საათიან ცენტრებში.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 13, 2019 10:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,748
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics