ფრენები თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით აღდგა

78314989შესრულდა რეისები თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით. ფრენები turkish airlines-მა და atlas global-მა განახორციელეს.ამ რეისებით იმ მგზავრთა ნაწილიც გაემგზავრა, რომლებიც ორი დღის წინ უნდა გაფრენილიყვნენ, თუმცა მომხდარი ტერაქტის გამო რეისი გადაიდო.

სტამბოლიდან გუშინ ოთხი რეისი შესრულდა თბილისის მიმართულებით. სამი რეისი ავია კომპანია turkish airlines-მა განახორციელა. თვითმფრინავი ათათურქის აეროპორტიდან გამოფრინდა.

მგზავრების თქმით, სტამბოლის აეროპორტში სიმშვიდე იყო, თუმცა იგრძნობოდა დაძაბულობა. პირველმა რეისმა 15 წუთი, მეორემ კი ერთი საათი დააგვიანა.

გვიან ღამით ასევე შესრულდა ტერაქტის გამო გაუქმებული, ავიაკომპანია atlasglobal-ის რეისი სტამბოლი-თბილისის მიმართულებით. მას იმ მგზავრების ნაწილი ჩამოყვა, რომლებსაც სტამბოლში მოუწიათ დარჩენა, რეისის გაუქმების გამო და რომლებიც ტერაქტის დროს აეროპორტში იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაშისაბოლოო ხელმოწერილი დოკუმენტი
შემდეგი სტატიათბილისში 6 ივლის ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ჩამოდის