პრემიერს პრეზიდეტის ოჯახის წევრის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე ინფორმაცია ჰქონდა

“მქონდა პრეზიდენტთან საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ და მაშინვე დავავალე შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ სასწრაფოდ უნდა გაირკვეს ეს საკითხი”. – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების შეფასებისას აკეთებს და მზადყოფნას გამოთქვამს გიორგი მარგველაშვილს შეხვდეს.

“მე გამოვრიცხავ რომ ეს იყო შანტაჟი და პოლიტიკური კომპონენტი იყოს ამაში. თუ აქ იყო რაიმე პროცედურული დარღვევა შესაბამისი რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი, ვფიქრობ, რომ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებამდე, ნებისმიერმა ჩვენგანმა, მეც პრეზიდენტმა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია სამართალდამცავებს. რა თქმა უნდა კანონის წინაშე ყველანი ვართ თანაბარი. მე პრეზიდეტთან მაქვს ძალიან კონსტრუქციული, საქმიანი ურთიერთობა და პარლამენტის თავმჯდომარესთან და რა თქმა უნდა შევხვდები”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის განცხადებებს კონკრეტული პოლიტიკური მიზანი აქვს
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: პრეზიდენტს ცოტა მეტი დოზა ჰქონდა ალკოჰოლის მიღებული