საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიაჩნია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებას მთავრობის სხდომის ფორმატში განხილვა სჭირდება.
ამის შესახებ საქართველოს მთავრობის პრესსამსახურში შესაბამისი თემის კომენტირებისას აცხადებენ. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ საკითხი უნდა განიხილოს უშიშროების საბჭომაც.
„პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება, მისი მრავალმხრივი ასპექტიდან გამომდინარე, საჭიროებს მთავრობის სხდომის ფორმატში განხილვას და შესაბამის დასტურს. პრემიერი ასევე მიჩნევს, რომ საკითხი უნდა იქნას განხილული უშიშროების საბჭოს მიერ“,- აცხადებენ პრესსამსახურში.