პრემიერს გიორგი კვირიკაშვილის მასთან ბიძინა ივანიშვილზე ცუდი არასდროს უთქვამს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ყოფილ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილის მასთან ბიძინა ივანიშვილზე ცუდი არასდროს უთქვამს. ამის შესახებ ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა.

„გიორგი კვირიკაშვილის გადაყენების შემდეგ ივანიშვილთან ჩვენი კონტაქტი გაწყდა. როგორი პრემიერი იყო კვირიკაშვილი, კარგი თუ ცუდი, ეს ყველამ ცალ-ცალკე შეაფასოს, მაგრამ ის არის წესიერი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცი, კარგი მეოჯახე, კარგი მამა და ივანიშვილზე ცუდი არასდროს უთქვამს. აქვე მინდა ვთქვა, რომ ბიძინას ივანიშვილის ღვაწლს ძალიან ვაფასებ, მას ბევრი რამე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული, მაგრამ ის სისტემა, რომელიც მან ქველმოქმედების გარეთ შექმნა, არის მიუღებელი. ერთ-ერთ ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, რომ მისი ძლიერი მხარე არის მენეჯმენტი. მე მინდა ვთქვა, რომ მენეჯმენტი მისი ყველაზე სუსტი მხარეა, მას მართვის სტილი საერთოდ არ აქვს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს, ანაკლიაში გამართა. რაც შეეხება პარტიის დაფუძნებას, როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, ის და ბადრი ჯაფარიძე პარტიას ოქტომბერში დააფუძნებენ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არის სამარცხვინო
შემდეგი სტატიაიმედგაცრუებული კაცის რეაქცია-რატომ აგინა მსჯავრდებულმა სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეს