პრემიერს, ალბათ მეტი ძალისხმევა მართებდა, რომ ცოტა გადაეხედათ ბიუჯეტში შემოსავლებისთვის – ჭიჭინაძე მოხსენებაზე

პრემიერს, ალბათ მეტი ძალისხმევა მართებდა, რომ ცოტა გადაეხედათ ბიუჯეტში შემოსავლებისთვის – დავით ჭიჭინაძე მამუკა ბახტაძის ყოველწლიურ ანგარიშს ეხმაურება.

დავით ჭიჭინაძე ყურადღებას ანგარიშის იმ ნაწილზე ამახვილებს, რომელიც პენსიის 20-ლარიან მატებას ეხება. დეპუტატის განცხადებით, პენსიის 20 ლარით მატება საკმარისი არ არის, რადგან 2016 წლის შემდეგ ქვეყანაში ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა.

„ამ ოც ლარზე საუბარი დღეს ძალიან უხერხულია იმიტომ, რომ ამაზე საუბრობს ქართული ოცნება, რაც კი საერთოდ ჩვენ 2016 წელს არჩევნებში გავიმარჯვეთ. თუ ბიუჯეტში იმ ხვრელებს დაიჭერენ, სადაც ასეულობით მილიონი ქრება, მე ვფიქრობ, უფრო მეტი საშუალება იქნება. პრემიერ-მინისტრს, ალბათ, მეტი ძალისხმევა მართებდა, რომ ცოტა გადაეხედათ ბიუჯეტში შემოსავლებისთვის და მოსახლეობისთვის არა 20, თუნდაც იმის დაბალანსება მაინც გაეკეთებინათ, რაც საბოლოო ჯამში, იმ გაძვირებამ გამოიწვია, რაც დღეს ქვეყანაში არის, ლარის კურსის გამო,“ – განაცხადა ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში 90-ზე მეტ პენსიონერ მასწავლებელს სამსახურიდან წასვლა სურს
შემდეგი სტატიამთავრობას არ აქვს ჩამოყალიბებული ხედვა დეცენტრალიზაციაზე – არასამთვრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება