,,პრემიერობა და პარტიის თავმჯდომარეობა მომცემს კარგ შესაძლებლობას, გავაკეთოთ ბევრი კარგი საქმე”

მე შევითავსე ორივე ფუნქცია და ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრობა და პარტიის თავმჯდომარეობა ორივე ერთად ძალიან კარგ შესაძლებლობას მომცემს, გავაკეთოთ ძალიან ბევრი კარგი საქმე და ამის ყველა წინაპირობა არსებობს,- ამის შესახებ „ტელეიმედის“ გადაცემაში „ქრონიკის სტუდია“ საქართველოს პრმიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განახცადა.

კითხვაზე, წინასაარჩევნო პერიოდში სად იქნება პრემიერი, უფრო ხშირად კანცელარიაში, თუ პარტიულ შტაბში, ერეკლეს მოედანზე, გიორგი კვირიკაშილი პასუხობს – “მაქვს საკმაოდ რთული ამოცანა, შევუთავსო ერთმანეთს პრემიერ-მინისტრობა და პარტიის თავმჯდომარეობა”.

„ჩემი სამუშაო დროის 80%-ზე მეტი პრემიერ-მინისტრობას ეთმობა და ეს ბუნებრივიცაა, იმდენად გადატვირთულია პრემიერ-მინისტრის გრაფიკი, მაგრამ ალბათ წინასაარჩევნო პროცესში ეს პროპორცია შეიცვლება. უფრო მეტად გადავერთვები წინასაარჩევნო პროცესებზე და გარკვეულად დავაბალანსებ ამ დროს“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კითხვაზე, გაუძღვება თუ არა ამ დროის განმავლობაში მთავრობის ხელმძღვნალობას დიმიტრი ქუმსიშვილი , გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა – „დიმიტრი ქუმსიშვილს ბევრი საკითხი აქვს დელეგირებული, წარმატებით უძღვება სამინისტროების ეკონომიკურ მიმართულებებს და ვფიქრობ, ამ კუთხით სანერვიულო არ მექნება“.

banner
წინა სტატიაში,,ალასანიას ადგილზე, თავს შევიკავებდი ბევრი იმ შეფასებისგან, რომელსაც ის აკეთებს”
შემდეგი სტატიასროლა პარკში – ბათუმში 40-45 წლის მამაკაცი დაჭრეს