“პრემიერო შეგიძლიათ პირობა დადოთ, რომ ია კერზაიას ტრაგიკული შემთხვევა ზედმიწნევით იქნება გამოძიებული”?

შეგიძლიათ პირობა დადოთ, რომ ია კერზაიას ტრაგიკული შემთხვევა ზედმიწნევით იქნება გამოძიებული? ამ შეკითხვით საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ბორიანა ობერგმა მიმართა.

„საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ს დასკვნაში აღნიშნულია ზეწოლა საჯარო მოხელეებზე. გასულ კვირას ევროპარლამენტის 11 წევრმა წერილში მოგიწოდათ გამოიძიოთ ია კერზაიას სიკვდილი, რომელიც საჯაროდ აცხადებდა მასზე ზეწოლის შესახებ და ამბობდა, რომ ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვისკენ უბიძგებდნენ. შეგიძლიათ პირობა დადოთ, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა ზედმიწევით იქნება გამოძიებული?“ – ჰკითხა საქართველოს პრემიერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა.

საქართველოს პრემიერმა საპასუხოდ განაცხადა, რომ „ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ამ ტრაგედიას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს“.

„რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა ადამიანური ტრაგედია იყო. მსურს მივუსამძიმრო ია კერზაიას ოჯახის წევრებს. ამავე დროს, სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს ამ ტრაგედიას. მაქვს მოლოდინი, რომ გამოძიება უპასუხებს ყველა რელევანტურ შეკითხვას ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით“, – დასძინა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიმადრიდში გამართულ ღონისძიებაზე საქართველომ ორმოცამდე ქვეყანას შორის განსაკუთრებული კუთხის სტატუსი მოიპოვა
შემდეგი სტატიაპარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს