პრემიერმინისტრის დღევანდელი განცხადებებით დადასტურდა, რომ მმართველი გუნდის ინტერესში საქართველოსთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის – ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, პრემიერმინისტრის დღევანდელი განცხადებებით დადასტურდა, რომ მმართველი გუნდის ინტერესში საქართველოსთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი ამგვარი რიტორიკით ეხმარება ევროკავშირის გაფართოების მიმართ სკეპტიკურად განწყობილ სუბიექტებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭონ.

“ფაქტობრივად დაადასტურა, რომ არ უნდათ კანდიდატის სტატუსის მიღება. მერე რა, თუ არ მოგვცემენო? მართლა ასე ფიქრობთ? საზოგადოებას მივმართავ. ანუ ხუნდაძისეული ღირსების გარანტიები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროკავშირის მიერ გარანტირებული ღირსება, საქართველო განვითარებული ქვეყანა? მეორე საკითხი, რაც უნდა ვთქვა – ფაქტობრივად, ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ეხმარება ევროგაფართოების სკეპტიკოსებს, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი”, – თქვა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა
შემდეგი სტატიაგაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრთან ნაყოფიერი და გულწრფელი საუბარი მქონდა – რეზნიკოვი