პრემიერმინისტრი შს მინისტრს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში სრულ მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს პრემიერმინისტრი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს და ყველა პოლიციელს, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანად იმოქმედებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა დანაშაულთან ბრძოლის შესახებ განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ არანაირი თხოვნა არ იქნება გათვალისწინებული არც თანამდებობის პირის, არც მასთან დაახლოებული ადამიანების მხრიდან. მე მინდა ჩემი მხრიდან სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ბატონ გიორგი მღებრიშვილს და ყველა პოლიციელს, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანად იმოქმედებს,“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ნაბიჯი უკან არ იქნება” – გიორგი კვირიკაშვილი მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვაზე
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა ცოლს გაშორდა