პრემიერმა ტრისტან წითელაშვილს ახალი წელი მიულოცა

რუსეთის ჯაშუშობისთვის დაკავებულ და გასამართლებულ ტრისტან წითელაშვილმა, პრემიერის მისალოცი ბარათი მიიღო, სადაც მამუკა ბახატაძე მას “ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ბედნიერებას” უსურვებს.

ტრისტან წითელაშვილი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული, ქართულმა ოცნებამ 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. თუმცა, ის მას შემდეგაც გაეხვა სკანდალში, როდესაც 2016 წელს გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, გიგი კალანდაძემ, განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია ტრისტან წითელაშვილმა ფირზე გადაიღო, რომელიც შემდეგ საქართველოს მტერი ქვეყნის ხელში აღმოჩნდა. საიდუმლო ბაზაზე შესვლა კი სამსახურეობრივი საშვით შეძლო. გადაღების დროს წითელაშვილს ხელი სამხედროებმა შეუშალეს, თუმცა უშედეგოდ. სამხედროებმა, კალანდაძის ინფორმაცით, ამის შესახებ ინფორმაცია ზემდგომებს მიაწოდეს, თუმცა თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ჯანელიძემ ეს საქმე არ გამოიძია.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს
შემდეგი სტატიაპრემიერის საახალწლო მილოცვა ტრისტან წითელაშვილს – ოპოზიცია ბახტაძისგან განმარტებას ითხოვს