პრემიერმა შს მინისტრად გიორგი გახარია წარადგინა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ინიშნება.

„შს სამინისტროს როლი, პოლიციელის პრესტიჟი, დანაშაულთან ბრძოლა და საზოგადოებრივი წესრიგი, არის ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ამ პრიორიტეტის ხაზგასასმელად მინისტრი ამავდროულად დაიკავებს ვიცე-პრემიერის პოსტს. გიორგი გახარია სწორედ მენეჯერული გამოცდილებით არის შერჩეული ამ პოსტზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის კარგი მინისტრი იქნება.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ცვლილებების თანახმად, შს სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და მას უხელმძღვანელებს გიორგი მღებრიშვილი. ეს უნდა იყოს ოპერატიული ფუნქციებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. პირდაპირ პრემიერს დაექვემდებარება გიორგი მღებრიშვილი, მისი გამოცდილებით იქნება კარგი ხელმძღვანელი.

banner
წინა სტატიაშისარფში, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე სომალის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაგანათლების მინისტრის პოსტზე პრემიერმა მიხეილ ჩხენკელი წარადგინა