პრემიერმა „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტის შეკითხვას არ მოუსმინა

პრემიერმა „რუსთავი 2-ის“ შეკითხვას არ უპასუხა. ბრიფინგის დაწყების წინ განმარტებული იყო, რომ პრიორიტეტი ონლაინმედიას მიენიჭებოდა, თუმცა ტელევიზიებსაც ექნებოდათ შეკითხვების დასმის შესაძლებლობა. მაგრამ „რუსთავი 2-ის“ შეკითხვა ბახტაძემ უპასუხოდ დატოვა.

მანამდე კი მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ შეაფასა 20 ივნისის მოვლენები და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მინისტრს მადლობა გადაუხადა.

პრემიერი ამბობს, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური და არ არსებობდა სხვა ალტერნატივა.

მთავრობის სხდომა პროტესტის ფონზე ჩატარდა. აქციის მონაწილეები ადმინისტრაციის შენობასთან იმყოფოდნენ.

banner
წინა სტატიაშიკარლ ჰარცელი – ნათელია, რომ 20 ივნისს განვითარებული მოვლენები უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: რამაზ თარაშვილი ხელმძღვანელობდა ჩემი შვილისთვის ნარკოტიკების ჩადებას(+ვიდეო)