პრემიერმა ქვეყნის მტრებს ნიღაბი ჩამოხსნა – ჩიხელიძე

„გუშინდელი მთავრობის სხდომა ნამდვილად შევა ისტორიაში, როგორც მტრებისთვის ნიღბის ჩამოხსნის დღე, პრემიერმა ქვეყნის მტრებს ნიღაბი ჩამოხსნა!“, – ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 13 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომას.

მისი თქმით, სწორედ ღარიბაშვილის სწორი პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს სახეზე გვაქვს ეკონომიკურ ზრდა, მშვიდობა და ქვეყნის სტაბილური განვითარება:

„პრემიერმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ომზე და მშვიდობაზე, მშვიდობაზე რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის პირადი დამსახურებაა, ომი კი „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილი. სამწუხაროდ „ნაციონალურ მოძრაობის“ მავნებლურ პოლიტიკას საზოგადოების შესაბამისი რეაქცია არ ახლავს, რაც მათ გათამამებას იწვევს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ღიად აცხადებენ, რომ მათ სურთ ომი! ეს ხომ წარმოუდგენელი თავხედობაა? ისინი ომის პროპაგანდას ეწევიან. სწორედ „ნაციონალურ მოძრაობის“ პროპაგანდის დამსახურებაა რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, რეზოლუცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან დაფუძნებულია აღქმებზე და არა ფაქტებზე. აღქმებზე დაფუძნებული პოლიტიკა კი „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ კონტაქტებს და ფინანსურ რესურსს ქვეყნის წინააღმდეგ იყენებს!

საბედნიეროდ პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქვეყნის პატრიოტი ადამიანი, რომელსაც გააზრებული აქვს ქვეყნის წინაშე აღებული ვალდებულება, მისი ყოველი ნაბიჯი ხალხის და ქვეყნის ინტერესებზე, საჭიროებებზეა მორგებული, სწორედ ღარიბაშვილის სწორი პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს სახეზე გვაქვს ეკონომიკურ ზრდა, მშვიდობა რომელიც ასე აღიზიანებს საქართველოს მტრებს და ქვეყნის სტაბილური განვითარება“, – აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიის პრესმდივანი აცხადებს, რომ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ევროკომისია 17 ივნისს გამოაცხადებს
შემდეგი სტატიამისი პოზიციაა, 20 ივნისს რუსთაველზე ძალიან ბევრნი ვიყოთ და ევროპას ჩვენი ხმა გავაგონოთ – ეკა ხერხეულიძემ ნიკა გვარამია მოინახულა