პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

მთავრობის მეთაურმა სწავლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ თავიანთი დიდი, წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის.

“მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიევროპული საქართველო რუსეთის მიმართ დამატებით სანქციებს ითხოვს, ოცნება მხარს არ უჭერს
შემდეგი სტატიაივანიშვილმა, ვოლსკიმ და ზოგადად ოცნების მთავრობამ რუსეთში მცხოვრები ქართველები კრემლის ხელში მძევრად აქცია – გიგი უგულავა