პრემიერმა კომპანია „გილეადის“ ვიცე-პრეზიდენტს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკული კომპანია „გილეადის“ ვიცე-პრეზიდენტ გრეგ ალტონს შეხვდა, რომელიც თბილისს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა.

მთავრობის მეთაურმა „გილეადის“ ვიცე-პრეზიდენტს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტი წარმატებით მიმდინარეობს, პროგრამით მოსარგებლე და განკურნებული პაციენტების რაოდენობა კი, იზრდება.

კვირიკაშვილის შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობით ხორციელდება.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ გასული წლის აპრილიდან, C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტში 14 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო, 5 ათასზე მეტმა მკურნალობა უკვე დაასრულა და 92% სრულად განიკურნა.

ამერიკული კომპანია „გილეადი“, C ჰეპატიტის ვირუსის სრულ ელიმინაციამდე, საქართველოსთვის მედიკამენტების უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე : “ოპოზიციაში ყოფნას აღარ ვაპირებ, ვითანამშრომლებ ხელისუფლებასთან”
შემდეგი სტატიანატო შავ ზღვაში კიდევ ერთ ამერიკული ნაღმზიდს აგზავნის