პრემიერმა კათოლიკეებს შობა მიულოცა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 25, 2017 10:00

პრემიერმა კათოლიკეებს შობა მიულოცა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შობას ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამ დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ.

“შობას ვულოცავ ყველა ჩვენს თანამემამულეს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს.
მაცხოვრის შობა ახლის დაბადებისა და განახლების სიმბოლოა, ეს არის სიკეთის, სიყვარულისა და სათნოების დღესასწაული. ყველას ვუსურვებ მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას”-ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მილოცვის ტექსტში.

ქრისტიანების ნაწილი 25 დეკმებერს ქრისტეს შობას ზეიმობს. მთავარი სადღესასწაულო ღონისძიებები ბეთლემში, ნაზარეთსა და ვატიკანში იმართება. თუმცა კათოლიკური სამყაროს გარდა, ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს მართლმადიდებელთა უმრავლესობაც, რომელთა შორის საბერძნეთის მრავალრიცხოვანი მრევლიცაა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 25, 2017 10:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,525
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics