“პრემიერმა გულწრფელად თქვა, რომ უფრო მეტი უნდა სცოდნოდა, შესაძლოა, გაჩეჩილაძესთან შეხვედრაზე უარი ეთქვა“

მაესტროს გარშემო მიმდინარე პროცესებს საპარალამენტო უმრავლესობა ეხმაურება. მთავრობის ჩარევას არხის საკითხებში გამორიცხავს მმართველი გუნდი.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, სამართლებრივი ნორმების სრული დაცვით უნდა მოხდეს მესაკუთრეებს შორის დავის გადაწყვეტა.

„არანაირი ფაქტი არ არის ჩემთვის ცნობილი, ვთქვა, რომ ხელისუფლების რომელიმე შტო ერევა მაესტროს საქმიანობაში,“ – აცხადებს ეკა ბესელია.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის განმარტებით, ვიდრე გია გაჩეჩილაძე გადაწყვეტდა პრემიერთან შეხვედრას, ამას დაფიქრება ჭირდებოდა.

“თუმცა, ჩუმად შეხვედრის აუცილებლობა რომ ყოფილიყო, ალბათ, ამის პრობლემაც არ იქნებოდა. კვირიკაშვილი საკმაოდ გახსნილი კაცია, ძალიან გულწრფელი განცხადებაც თქვა იმის თაობაზე, რომ უფრო მეტი უნდა ცოდნოდა, შესაძლოა შეხვედრაზე უარიც კი ეთქვა,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია გაჩეჩილაძის და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის თემას ეხმაურება ფრაქცია ქართული ოცნება – მრეწველების თავმჯდომარეც.

„თუ შენ ასე ახლოს ხარ და გინდა რაიმე, აბსტრაქტულ თემაზე საუბრობდით, როგორც თავად ამბობს, მიდი სახლში და ელაპარაკე,“ – აღნიშნა გოგი თოფაძემ.

banner
წინა სტატიაშისოფლის მეურნეობის მინისტრი გადადგება – “თაიმერის” ექსკლუზივი
შემდეგი სტატიაგერმანიაში ორი სამგზავრო მატარებელი დაეჯახა ერთმანეთს