პრემიერმა გრიგოლეთში ახალი სასტუმრო გრიგოლეთი ბიჩ რიზორტი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გრიგოლეთში ახალი სასტუმრო გრიგოლეთი ბიჩ რიზორტი დაათვალიერა.

60 ნომრიანი სასტუმრო, რომელიც პროგრამის “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით დაფინანსდა, საერთაშორისო ბრენდ Trademark Collection by Wyndham-ს ეკუთვნის.

სასტუმროს აქვს აუზი, ორი რესტორანი და სპა ცენტრი. პროექტის ჯამური ინვესტიცია 10 493 640 ლარია. სესხის მოცულობა კი 2 988 390 ლარს შეადგენს.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

წინა სტატიაშიდეკანოიძე – განმარტოს ხელისუფლებამ, რატომ არის საქართველო უკრაინასთან მიმართებით ყველა საერთაშორისო პროცესიდან გათიშული!
შემდეგი სტატიაქვეყნის შიგნით და გარეთ ვიმუშავებთ, რათა საარჩევნო თვალსაზრისით, დიდი გარღვევები იყოს – ვაშაძე