პრემიერმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა წარადგინა. თურნავამ, რომელიც მინისტრის მოადგილე იყო, გიორგი ქობულია ჩაანაცვლა.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ნათია თურნავა ზუსტად აღიქვამს იმ გამოწვევებს რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.

„ნათიას აქვს სწორი აღქმა იმ სოციალური რეალობის რომელიც დღეს არის ქვეყანაში და ასეთივე აღქმა აქვს ჩვენს საზოგადოებას. აქვე მინდა გითხრათ, რომ ის დავალებები და ვადები რომელიც შესასრულებელი ექნება ნათიას თავის გუნდთან ერთად, არის ამბიციური და აქედან გამომდინარე ძალიან მკაცრი. ნათიას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა და მე დარწმუნებული ვარ ის წარმატებით გაართმევს თავს დაკი8სრებულ მოვალეობას,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის ახლად დანიშნულ მინისტრს სამინისტროში დაგეგმილ ცვლილებებზე არ უსაუბრია.

banner
წინა სტატიაში„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღებისას დაშავებულ ერთ-ერთ პირს კეფის არეში დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – გიორგი ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი და ანალიტიკოსი