პრემიერმა ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრების დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრების დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა.

განახლებული სამთავრობო გუნდი, გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით, რომელსაც პარლამენტმა ნდობა 26 ნოემბერს გამოუცხადა, თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭი 26 ნოემბერს უყარა და მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა.

ქვეყნის ახალ მთავრობას მხარი პარლამენტის 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღდეგ 19 დეპუტატი წავიდა.

კენჭისყრაში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ. მთავრობის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

banner
წინა სტატიაშიპავლე კუბლაშვილი პოლიტიკიდან მიდის – “შევხვდებით აუცილებლად, ახლა უკვე კერძო სექტორში”
შემდეგი სტატიაეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში, რუსეთის მიერ დეფაქტო აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი განიხილეს