პრემიერმა აბაშის გზაზე ველოსიპედიდან გადმოვარდნილ მოხუცს პირველადი დახმარება აღმოუჩინა

სამეგრელოში ვიზიტით მყოფი პრემიერმა თბილისში დაბრუნებისას, აბაშის გზაზე დაინახა თუ როგორ გადმოვარდა მოხუცი მამაკაცი ველოსიპედიდან.

როგორც “აიპრესთან” პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ანა გოჩაშვილი აცხადებს, “გიორგი კვირიკაშვილმა ესკორტი გააჩერა, დაზარალებულთან თავად მივიდა და პირველადი დახმარება გაუწია”.

ხობში პრემიერთან ერთად ვიცეპრემიერი კახა კალაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონიაც იმყოფებოდა.

ფოტო მასალას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიჩვენ გვაქვს შესანიშნავი დიალოგი ქართველ მუსლიმებთან და მათთან ერთად გადავწყვეტთ, რა უნდა გავაკეთოთ
შემდეგი სტატიაგავრცელებული ინფორმაციით, ვაკეში მომხდარი მკვლელობისთვის სამართალდამცველებმა ბადრი ნათობაძე დააკავეს