პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 7 ბავშვია დაშავებული
შემდეგი სტატია„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები დაკითხვაზე იმყოფებიან