პრემიერის პრეროგატივაა, გადაწყვიტოს, რომელი მინისტრი რა პოზიციას დაიკავებს ან საერთოდ დაიკავებს თუ არა

მთავრობაში ვინ რომელი მინისტრის პოზიციას დაიკავებს ან საერთოდ დაიკავებს თუ არა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება და წარდგენა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის პრეროგატივაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განუცხადა კითხვაზე – დარჩება თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში.

მისი თქმით, პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი მთავრობის შესახებ, რომლის განხილვისა და დამტკიცების შემდეგ, მთავრობის წევრთა ახალი შემადგენლობის წარდგენა იქნება შესაძლებელი.

კითხვაზე, რა ვადებში იგეგმება მინისტრთა შემადგენლობის წარდგენა, ცქიტიშვილის თქმით, აღნიშნული დამოკიდებულია იმაზე, პარლამენტი რა ვადაში განიხილავს და მიიღებს წარდგენილ კანონპროექტს.

banner
წინა სტატიაშისაქართველო-რუსეთის საზღვარზე უპილოტო საფრენი აპარატები გამოჩნდა
შემდეგი სტატიათბილისის მერი ევროპულ ინსტიტუტებში საქართველოს დელეგაციების კონფერენციას დაესწრო