პრემიერის პირველი კომენტარი NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით

kvirikashvili_giorgi_4_4NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი, საკმაოდ საფუძვლიანი სკეპტიკური დამოკიდებულება, ვინაიდან წარსულში ხშირად ყოფილა, რომ ეს კვლევები არ ასახავს შემდგომში მიღებულ რეალობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ NDI-ის კვლევებს არ გაცნობია, თუმცა ამ კვლევებთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულება აქვს.

„არ გავცნობივარ კვლევებს, მაგრამ ამ კვლევებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი, საკმაოდ საფუძვლიანი სკეპტიკური დამოკიდებულება, ვინაიდან წარსულში ხშირად ყოფილა, რომ ეს კვლევები არ ასახავს შემდგომში მიღებულ რეალობას. ჩვენთვის მთავარია, რომ მოთმინებით დაველოდოთ არჩევნებს, მშვიდობიანად ჩავატაროთ წინასაარჩევნო პერიოდი და შემდგომში საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს, რა არის მათთვის პრიორიტეტი, რომელი ჯგუფია უფრო მისაღები, რომელი გუნდია უფრო მისაღები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი უალტერნატივოდ გაიმარჯვებს დიდი უპირატესობით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: მიუხედავად ყველაფრისა, აუცილებელია პაპუაშვილის და პრემიერის შეხვდრა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: პროკურატურაში დაბარება არავისზე ზეწოლას არ ნიშნავს