“პრემიერის პასუხი არადამაჯერებელია,“ – თაქთაქიშვილი “რუსთავი 2-ის” შესახებ პრემიერის განცხადებას აფასებს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ სტრასბურგში გაკეთებულ განცხადებას რუსთავი 2-ის შესახებ, ნაციონალური მოძრაობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი აფასებს.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილის პასუხი დამაჯერებელი არ იყო.

„მაშინ, როდესაც ახლოვდება არჩევნები და გააქტიურდა ხელისუფლების ჩარევა სასამართლო სისტემაში, იმ თვალსაზრისით, რომ ხდება დაჩქარებულად სააპელაციო სასამართლოზე რუსთავი 2-თან დაკავშირებული საკითხის განხილვა და ეს მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ჯერ კიდევ მსჯელობს მედიის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვის ძალიან კონკრეტულ სარჩელზე, ბუნებრივია, პრემიერის პასუხი, რომ საქართველოში ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაზე უკეთესი მდგომარეობაა მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, აბსოლუტურად არადამაჯერებელია,“ – განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

შეგახსენებთ, რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით პრემიერმინისტრს პასუხის გაცემა მოუწია. მას კითხვა ლიტველმა დეპუტატმა ემანუელ ზინგერისმა დაუსვა. გიორგი კვირიკაშვილი სურვილს გამოთქვამს, რომ რუსთავი 2 ისეთივე კრიტიკული იყოს წინასაარჩევნოდ, როგორიც ის დღესა არის.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია – ბაზრობების ადმინისტრაციები მზად არიან, გარემოვაჭრეებს ფართი წლის ბოლომდე უფასოდ დაუთმონ
შემდეგი სტატია„პრემიერი საუბრობდა ვირტუალურ წარმატებებზე,” – დავით ბაქრაძე პრემიერის სტრასბურგში გამოსვლას აფასებს