პრემიერის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო.

მთავრობის მეთაურს “ზვართნოცის” საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი დახვდა.

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია. მამუკა ბახტაძეს სომეხმა კოლეგამ ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნები. მთავრობის მეთაურებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

დღესვე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით,გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს ასევე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან და პარლამენტის თავმჯდომარე არა ბაბლოიანთან.

banner
წინა სტატიაშიშაკირას და პიკეს სახლის ძარცვისთვის ქართველი ე.წ. კანონიერ ქურდი “გოგიტა” დააკავეს
შემდეგი სტატიატელევიზიას ბიზნესი ამოაფარო და გადასახადები არ გადაიხადო, არასწორი მიდგომაა